გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: გამოკითხულთა 60-მა პროცენტმა მხარი მე დამიჭირა, ხოლო სასამართლოში ჩემი გამოსვლა მინიმუმ 400 ათასმა ადამიანმა მოისმინა

25-02-2026

საქართვრლოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას მხარს გამოკითხულთა 60% უჭერს:


„წინა "სასამართლოზე" დარბაზის გარეთ დატოვეს ჩემი რამდენიმე ასეული მომხრე, მიუხედავად ძალიან ცუდი ხარისხისა, ჩემი გამოსვლა "სასამართლოზე" მინიმუმ 400 ათასმა ადამიანმა მოისმინა.

 

27 ათასიან გამოკითხვაში ქართველთა 60%-მა მე დამიჭირა მხარი.

 

ძირითადი დასავლური გადაცემები სულ მთხოვენ და სიამოვნებით ბეჭდავენ ჩემს სტატიებს და კომენტარებს, როგორც ეს გააკეთა 2 დღის წინ the Hill-მა.

 

და ეს ყველაფერი ხდება ჩემს სამარტოო საკანში გამოკეტვის 5,5 წლის შემდეგ. აი ამიტომ ეშინია ივანიშვილს და მის ბანდიტებს ჩემი ყველაზე მეტად, დროა ყველა სხვამ მოიხსნას ჩემი კომპლექსი“ - წერს სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728