გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებაზე: პირდაპირ ვამბობ - უნდა ავაყირაოთ

23-06-2022

პარტია ,,კანონი და სამართალის’’ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა პირველი ხაზის ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა ააყირაონ. ჩარკვიანმა, ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია მიმდინარეობს და ეს ახალი ამბავი არ არის.

 

უბრალოდ, მისი თქმით, ახალა ოპოზიციას მართებს ფრთხილად განახორციელოს ეს საკითხი.

 

როგორც ჩარკვიანმა განაცხადა, ყველა უნდა დაელოდოს 24 ივნისს და, თუ საჭირო გახდება, ოპოზიცია მზად არის, რომ ქუჩაში გამოვიდეს.

 

,,პირდაპირ ვამბობ, უნდა ავაყირაოთ, რა. რა თქმა უნდა, მე პირდაპირ გეტყვით - ამაზე ოპოზიცია ვსაუბრობთ. არ გეგონოთ ეს არ არის ახალი, ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. უბრალოდ, არის სწორად გასავლელი ახლა, ძალიან ფრთხილად გასავლელია. ამიტომ არ დავასწრებ მოვლენებს. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.

 

თქვენ, არ გეგონოთ, ვიღაცაა სათავეში, სათავეში პირდაპირ პუტინი ზის. აი, ასე მწვავედ ხომ არ მითქვამს, სათავეში არის პუტინი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ გონივრულად.

 

თქვენ ხომ იცით, რომ მე ჩირად არ მიღირს პარლამენტში ყოფნა და მემგონი ახლა, შენ და ვიკამ ეს ძალიან კარგად იცით. მე, გეუბნებით, რომ არ გავაკეთოთ ისე, რომ ლეგიტიმაცია მასთან გარიგებულმა პარტიებმა შეუქმნან. ამის გაკეთება შეიძლება, რომ ისინიც აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მოუწიოთ გამოსვლა, მაგრამ ამას სჭირდება სწორად გათვლა.

 

ახლა გადავიტანოთ ჩვენ 24, ნუ დავასწრებთ მოვლენებს იმიტომ, რომ არასწორი იქნება დამიჯერეთ ახლა. ზედმეტი არასწორი მოძრაობა იქნება ივანიშვილისთვის დაგორება ჩვენგან, აი როგორ გითხრათ, დავუსვამთ როგორც იტყვიან დუ-შაშს და არ მინდა რომ ასე გავაკეთოთ. საჭირო იქნება მზად ვართ, რომ ყველანი გამოვიდეთ არ გეგონოს რომ არა, მაგრამ დევი მეთანხმება ვხედავ, როცა იქნება საჭირო ამას გავაკეთებთ ოპოზიცია. გვაცალეთ, გვაქვს სწორი რამ ჩაფიქრებული. არ ავყვეთ ახლა რაღაცას, სწორი გეგმით მივდივართ და უნდა მოვერიოთ. ოღონდ მორევა იცოდეთ ძალა ერთობაშია, კონა უნდა იყოს შეკრული, ხალხნო,’’ - განაცხადა ჩარკვიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930