25-06-2022
სამი ქვეყნის მიმართ არის ასეთი მოთხოვნა, დეოლიგარქიზაციის და თუ ჩვენ დავითვლით რეალური ოლიგარქების რაოდენობას ამ სამ ქვეყანაში, მინდა გითხრათ, რომ საქართველო მგონი, ბოლო ადგილზე იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ე.წ. დამცველები, რომლებიც ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობენ, მეორე მხრივ უპრაგონოდ სხვადასხვა იარლიყს აწებებენ ადამიანებს ისე, რომ არც არიან საქმის კურსში.
„რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? იმიტომ რომ ფული აქვს და ხელისუფლებაში მოვიდა? იყო პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე და რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა. ასე, ბატონ ზელენსკის მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბიზნესი ჰქონდა და ახლა პრეზიდენტია. პოროშენკო მილიარდერი იყო სანამ ხელისუფლებაში მოვიდა და რა, ოლიგარქია? არც ერთია ოლიგარქი, არც - მეორე და არც ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი. მათ აქვთ დეკლარირებული შემოსავლები და დეკლარირებული ფულით მოვიდნენ. მე მიკვირს ადამიანის უფლებათა ე.წ. დამცველების, რომლებიც ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობენ და მეორე მხრივ ასე უპრაგონოდ სხვადასხვა იარლიყს აწებებენ ადამიანებს ისე, რომ არც არიან საქმის კურსში.
დიახ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კანონზე და ასეთი კანონი მოქმედებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა მათი კლუბის წევრობა, ჩვენ უნდა დავიცვათ თამაშის ის წესები, რაც მათთან არის. ისინი აკეთებენ პრევენციას, რომ ქვეყანას, რომელიც შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი, არ იმართებოდეს ისეთი ჯგუფების მიერ, რომლებიც კორუფციული გზით მდიდრდებიან და შემდგომში გავლენას ახდენენ ხელისუფლებაზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიცია მიიღებს ამ კანონპროექტის ფორმირებაში მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024