გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: „ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობას კონსტიტუციონალისტების უმეტესობა, რომლებიც არ გამოირჩევიან ხელისუფლების მიმართ სიმპათიებით, სამართლიანად უწოდებენ არაკონსტიტუციურს

27-06-2022

„ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციონალისტების აზრი გაიყო. მათი უმეტესობა სრულიად სამართლიანად უწოდებენ ამ იდეას არაკონსტიტუციურს. თუმცა, არიან კონსტიტუციონალისტები, რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს „ტექნიკურ მთავრობას.“ მერე შევლენ მშვიდად აუდიტორიაში და სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ კონსტიტუციაზე“- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

„24 ივნისის მიტინგოსნების მიერ მოთხოვნილი ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციონალისტების აზრი გაიყო. მათი უმეტესობა, რომლებიც ნამდვილად არ გამოირჩევიან ხელისუფლების მიმართ სიმპათიებით, სრულიად სამართლიანად უწოდებენ ამ იდეას არაკონსტიტუციურს. თუმცა, არიან კონსტიტუციონალისტები „20 ივნისის საზოგადოებიდან“ რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს „ტექნიკურ მთავრობას.“ მერე შევლენ მშვიდად აუდიტორიაში და სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ კონსტიტუციაზე.

 

არალეგიტიმური „ტექნიკური მთავრობის“ შექმნას, რა თქმა უნდა არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან. თუმცა, ბევრი საერთო აქვს იმ მოვლენასთან რასაც ეწოდება „პუტჩი.“ კარგი და ცუდი პუტჩი კი არ არსებობს. პუტჩი პუტჩია, და საქართველომ უკვე ორჯერ იწვნია მისი მძიმე შედეგები“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031