29-06-2022
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი სააგენტოს ბენეფიციარ ყავის მწარმოებელ კომპანია „მონდოს" ესტუმრა, რომელიც ქართული ყავის ექსპორტსა და რეალიზებას აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარე საკუთარ ფილიალში ახდენს.
ყავის საწარმო „მონდო" სააგენტოს ინდუსტრიული კომპონენტის ბენეფიციარია. საწარმო სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. პროექტში 5 მილიონ ლარის ინვესტირება განახორციელა და დღეისთვის 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კომპანიამ წარმოებული ყავა მალევე გაიტანა ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, ასევე გახსნა ბრენდ-ფილიალებიც, სადაც საკუთარი ყავის რეალიზებას ახდენს.
მიხეილ ხიდურელის განცხადებით, კომპანია „მონდო" ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლო კერძო ბიზნესმა სახელმწიფო პროგრამისა და სახელმწიფოს მეშვეობით გაწეული დახმარებით არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისება, არამედ ისეთი მსხვილ ბაზარზე გასვლა, როგორიც ამერიკული ბაზარია.
„ჩვენი სააგენტოს პროგრამის ფარგლებში „მონდომ" ასევე შეძლო გაფართოება და საწარმოს ახალი, იტალიური სრულიად ავტომატიზებული შესაფუთი ხაზები დაუმატა, რის შემდეგადაც წარმადობა 40%-ზე მეტით გაზარდა. „მონდოს" საქმიანობა ნათელი დასტურია იმის, თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი პროგრამები. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პროგრამის დახმარებით „კომპანიამ" შეძლო პროდუქტის ამერიკულ ბაზარზე გატანა და იქაურ მილიონობით მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ყავა", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
1-11-2024
1-11-2024