გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას

30-06-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან  5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს.


"უაღრესად ვაფასებთ  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან  5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც  ქვეყნის და მთელი  ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს",- აღნიშნავს პრემიერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31