3-07-2022
ინფორმაცია, თითქოს საქართველოდან ბელორუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გადიოდა, სიცრუეა, – ამის შესახებ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.ინფორმაცია, თითქოს საქართველოდან ბელორუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გადიოდა, სიცრუეა, – ამის შესახებ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ (02.07.2022) გასულ მორიგ დეზინფორმაციას. ეთერში გასულ სიუჟეტში დამახინჯებული იყო ინფორმაცია თითქოს – „ამერიკული წარმოების „რაციების“ გადამცემი და მიმღები მოწყობილობა შუამავალ ქვეყანაში – უზბეკეთში გაიგზავნა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბელორუსში სანქციების გვერდის ავლით მოხვდა“.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „კომუნიკომმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოში რადიოკავშირგაბმულობის კომპანიამ MOTOROLA Solutions Inc-ს, მიმდინარე წლის, აპრილის დასაწყისში, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დაადეკლარირა უზბეკეთის მიმართულებით ქსელური მოწყობილობები, კერძოდ – ,,რადიოკავშირის რეტლანსლიატორი“. აღნიშნული მოწყობილობების უზბეკეთში მიმღები კომპანია იყო – ооо « уэелтехипрм-моторола-Телеком-радио».
აქვე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საქონელი არ საჭიროებს ექსპორტის ორმაგი დანიშნულების ნებართვას, ხოლო მიმღები კომპანია გახლავთ უზბეკეთში კომპანია „მოტოროლას“ ოფიციალური წარმომადგენელი. დასახელებული საქონელი შპს „კომუნიკომს“, ადრეც არაერთხელ ჰქონია იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცეული.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპორტში გაფორმებული საქონელი საბოლოოდ დანიშნულების ქვეყანაში დარჩება თუ შემდგომ, სხვა ქვეყანაში გადაიგზავნება სცდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციის ფარგლებს.
ვწუხვართ, რომ სიუჟეტის მომზადების პროცესში და ეთერში გასვლამდე, „ტვ პირველის“ გადაცემიდან „ნოდარ მელაძის შაბათი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კონკრეტული შეკითხვებით არავინ დაკავშირებია და არ მოუთხოვიათ ინფორმაციის მიწოდება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.
ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” ეთერში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ამერიკული მულტინაციონალური კომპანიის წარმომადგენლობის მიერ, აშშ-ს და ევროკავშირის მიერ, დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ბრალდებას ეხება, არის სიცრუე. სიუჟეტში ნაჩვენები რადიოკავშირის მოწყობილობები არის სამოქალაქო დანიშნულების. შესაბამისად, ის ვერ დაკვალიფიცირდება, ვერც აშშ-ის სანქცირებული საქონლის და ვერც ევროკავშირის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო ნუსხებში (აღნიშნული ნუსხის მე-3 კრიპტოგრაფიული შენიშვნის გათვალისწინებით).
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ტელეკომპანია „ტვ.პირველს”, უზრუნველყოს გადაცემაში გაჟღერებული იმ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებენ ამერიკული კომპანიის მიერ, სანქციების გვერდის ავლის მცდელობას, რათა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა განახორციელოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამ მასალების მიწოდება“,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024