გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სხვა აღქმა გვქონდა და სხვა გამოვიდა - ლაშა ბუღაძე აქციაზე

4-07-2022

,,მემგონი, ახლა ეს სურათია - მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა აღქმა გვქონდა, ტაქტიკური თვალსაზრისით, და სხვა გამოვიდა. ემპირიული და თეორიული არის სხვადასხვა რამ, ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი - ოლიგარქის გარეშე საქართველო, რომელიც უნდა შევიდეს ევროკავშირში,’’ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია ,,მთავარის’’ ეთერში აქციის შეჯამების დროს.

 

როგორც ბუღაძემ აღნიშნა, რთული პროცესია და შეიძლება ტაქტიკურად, რაც დღეს არ გამოვიდა, ხვალ გამოვიდეს.

 

,,დღესაც განწყობების კონტრასტულობა ჩანდა. ზოგი უფრო ტემპერამენტულია, ზოგი უფრო ფრთხილი, ზოგი უფრო რაციონალური, ზოგი უფრო მომენტის… მე საერთოდ ორიენტირებული ვარ, რომ ყველა პროცესი დაექვემდებაროს ანალიზს, მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს ფლუსტრაცუაში, ნამდვილად არა ვარ. უბრალოდ, ეს რთული პროცესია. ტაქტიკურად რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია, მაგრამ გვაქვს დრო მობილიზების,’’ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031