გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ამ ქვეყნიდან, იქ მოუსვლელში წაბრძანებულმა აკერმანის დატრენინგებულმა რადიკალურმა ოპოზიციამ და გრანტიჭამია არასამთავროებმა გადაწყვიტეს რევოლუცია მოეწყოთ

4-07-2022

„ერთი ბელადი ან ციხეშია ან საავადმყოფოშია, ბელადის შტაბის უფროსი-გვარამია ისიც ციხეშია, ოპოზიციის ლიდერებს სახელი აქვთ გატეხილი, ჰოდა ადგნენ და არასამთავრობოებს აკიდეს (თუ აიკიდეს) ეს „მამულიშვილური“ მძიმე ტვირთი. აქ კი რა ხალხი გამოჩნდა შოთა დიღმელაშვილი, გიგა მაქარაშვილი, ლაშა ბუღაძე, მიშა მშვილდაძე, გიორგი მშვენიერაძე...მოკლედ მტრისას და ავისას!!! პოლიტიკოსები გადამალეს (თუ თვითონ დაიმალნენ!) და ამ სარდლებმა ჩაიბარეს ბრძოლის ველი“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისივე თქმით ოპოზიციის ლიდერებს სახელი აქვთ გატეხილი, ჰოდა ადგნენ და არასამთავრობოებს აკიდეს ეს „მამულიშვილური“ მძიმე ტვირთი.

 

„ნახეთ რა ხდება: ამ ქვეყნიდან, იქ მოუსვლელში წაბრძანებულმა აკერმანის დატრენინგებულმა რადიკალურმა ოპოზიციამ და გრანტიჭამია არასამთავროებმა გადაწყვიტეს რევოლუცია მოეწყოთ. ახლა როდის და რა მიზეზით, ამის ახსნას არ დავიწყებ, მაგრამ აქციები რომ აუცილებელი კომპონენტი იყო ეს ცხადია.

 

ყველა საქმეს ხელმძღვანელი, მეთაური, ლიდერი ხომ სჭირდება? სჭირდება. ერთი ბელადი ან ციხეშია ან საავადმყოფოშია (დიარეა აქვს, მათ შორის პოლიტიკურიც!), ბელადის შტაბის უფროსი-გვარამია ისიც ციხეშია, ოპოზიციის ლიდერებს სახელი აქვთ გატეხილი, ჰოდა ადგნენ და არასამთავრობოებს აკიდეს (თუ აიკიდეს) ეს „მამულიშვილური“ მძიმე ტვირთი.

 

აქ კი რა ხალხი გამოჩნდა შოთა დიღმელაშვილი, გიგა მაქარაშვილი, ლაშა ბუღაძე, მიშა მშვილდაძე, გიორგი მშვენიერაძე...მოკლედ მტრისას და ავისას!!! პოლიტიკოსები გადამალეს (თუ თვითონ დაიმალნენ!) და ამ სარდლებმა ჩაიბარეს ბრძოლის ველი, წვრილ-წვრილი მეთაურები კი ეკითხებოდნენ გეგმა რა გაქვთო, მაგრამ როგორც დიდ სარდლებს შეეფერება, არ ამხელდნენ( რაც არ ჰქონდათ რას გაამხელდნენ),! მოკლედ რა გითხრათ აქციაც „წარმატებული“ აღმოჩნდა, „მთავრობაც გადააყენეს“ (თვითონ ასე სჯერათ) და ამჯერადაც გაფარჩაკდნენ! თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებისა და ტაქტიკის ნიმუში გახლდათ, გიორგი მშვენიერაძის 3 000 კაციანი მომიტინგეების მიერ ჩატარებული საოცარი მანევრი- „ქართული ოცნების“ ოფისამდე მსვლელობა, იქ ერთი ორი განცხადების გაკეთება და უკან დაბრუნება პარლამენტთან, ცხადია მომიტინგეების რაოდენობის გზადაგზა გაცლა თუ დაცლა! არა, რა, ცალკე რუსებს აქვთ ბედი და ცალკე უკრაინელებს, რომ სარდალი მშვენიერაძე რომელიმეს წინააღმდეგ არ იბრძვის, თორემ გამარჯვება-დამარცხების საკითხი ხომ დიდი ხნის გარკვეული იქნებოდა! და აი, ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა დიდ პოლიტიკური სტრატეგი გია ხუხაშვილი, რომელმაც ამჯერადაც შესანიშნავი სიბრძნე (აზრი!) გააჟღერა - „ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან - ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე-ო.“ ე.ი. არასამთავროების გაბანძება-გაფარჩაკების შემდეგ მანამდე მრავალჯერ სახელგატეხილი გაფარჩაკებული ოპოზიცია გამოვიდეს წინა პლანზეო? და რა უნდა ქნან? აა, გასაგებია კიდევ უფრო და საბოლოდ გაიტეხონ სახელი?! აი, სტრატეგია, აი გამარჯვების ფორმულა! ხელისუფლება და პრემიერი ახლავე უნდა გადადგეს, უკვე ამ მუქარის გაგონებისთანავე, მართლაც, რომ გამოჩნდნენ პოლიტიკოსები წინა პლანზე მერე სად მიდიან?! მერე გვიან იქნება! ვაი, რა დღეშია საქართველო, ზოგსაც პოლიტიკოსი და ზოგსაც პოლიტოლოგი და ზოგსაც, რომ ექსპერტი ჰქვია! და ზოგსაც , რომ უსმენენ და აზრსაც, რომ ეკითხებიან! უკაცრავად ჩემს მოკრძალებულ რჩევას, მარტივსა და ორ პუნქტიანს არ მიიღებთ? ან დასხედით და იმუშავეთ იმ გეგმის მიხედვით, რაც ხელისუფლებამ შემოგთავაზათ! ან წადით, მოშორდით პოლიტიკას, ხომ ხედავთ ზოგს არც ასაკი, არც გამოცდილება, არც განათლება, არც სინდის-ნამუსი არ გიწყობთ ხელს! მესამესაც გეტყოდით, ღვთის ნებაც და წყალობაც არ გაქვთ, მაგრამ ღმერთის თქვენ არ გწამთ და ჩათვალეთ, რომ არ მითქვამს!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930