2-07-2018
ხორავას ქუჩაზე მოკულული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ დღეს მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით შიმშილობის აქცია დაიწყო.
ზაზა სარალიძის განცხადებით, მინისტრთან შეხვედრას აზრი არ აქვს.
„აქ ვიჯდები მანამ, სანამ რადიკალურ ზომას არ მიიღებენ. კრიმპოლის დირექტორს შევხვდი, რომელიც მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დაიჭერენ კალანდიას. არადა არსებობს უკვე და არ უნდათ რომ დაიჭირონ. ხელის დაფარება უნდათ. დააფარონ, მე აქ ვიჯდები სანამ არ დაიჭერენ. ახლა ხომ მაინც ვეღარ იტყვიან რომ „ნაციონალები“ უდგანან გვერდითო, მარტო ვიჯდები აქ.
კიდევ იძახიან, რომ დრო უნდა, არადა გავიდა 7 თვე უკვე. ამათი მოსატყუებელი მე აღარაფერი დამრჩა. ერთი თვე მივეცი დრო. თუ უნდოდათ დრო ჰქონდათ და დაიჭერდნენ უკვე. ხელს აფარებენ ხელს.
თავიდან უნდათ რომ საქმე შეკერონ. ყველაფერი აქვთ, მაგრამ დროს წელავენ სპეციალურად, რათა თავიდან შეკერონ ყველაფერი. ხელს აფარებენ. როცა განაჩენის გამოტანისთანავე კალანდიას ჩვენება არ გაიზიარა მოსამართლემ, იმ წუთში დასაკავებელი იყო. კიდევ მივეცი ერთი თვე და ამ ტყულებში ის ერთი თვეც გავიდა“ - აცხადებს ზაზა სარალიძე.
18-12-2024