8-07-2022
"დასავლეთს ვირჩევ" ბევრი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსის პოზიციაა. თუ კარგად გავაცნობიერებთ, მივხვდებით, რომ ეს არ არის არჩევანი დასავლურ დემოკრატიასა და რუსულ ტოტალიტარიზმს შორის, არც ღირსეულსა და უღირსს შორის, არც თავისუფლებასა და მონობას შორის. როგორც ჩანს, ეს არის არჩევანი დავარცხნილ და დაუვარცხნელ მონათმფლობელს შორის. სამწუხაროდ, დღევანდელი მოცემულობით, ეს არის საქართველოს ერთადერთი არჩევანის შესაძლებლობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.
მისი თქმით, დასავლეთი დღეს ჩვენ გვეუბნება, შენი ძველი ბატონი რუსეთი, არის აგრესორი, დამპყრობელი, ჩამორჩენილი და დეგრადირებული ქვეყანა.
"ჩვენ, თქვენი ახალი ბატონი, ვართ ცივილიზებული, განათლებული, კულტურული და განვითარებული. თუ ჩვენთან გინდა, ჩვენი ყველა მოთხოვნა უნდა შეასრულო, არადა დაბრუნდი რუსეთის წიაღში. "გვეშველება რამე? დასავლეთს ვირჩევ... "დასავლეთს ვირჩევ" ბევრი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსის პოზიციაა. თუ კარგად გავაცნობიერებთ, მივხვდებით, რომ ეს არ არის არჩევანი დასავლურ დემოკრატიასა და რუსულ ტოტალიტარიზმს შორის, არც ღირსეულსა და უღირსს შორის არც თავისუფლებასა და მონობას შორის. როგორც ჩანს, ეს არის არჩევანი დავარცხნილ და დაუვარცხნელ მონათმფლობელს შორის.
სამწუხაროდ, დღევანდელი მოცემულობით, ეს არის საქართველოს ერთადერთი არჩევანის შესაძლებლობა. დასავლეთი დღეს ჩვენ გვეუბნება, შენი ძველი ბატონი რუსეთი, არის აგრესორი, დამპყრობელი, ჩამორჩენილი და დეგრადირებული ქვეყანა. ჩვენ, თქვენი ახალი ბატონი, ვართ ცივილიზებული, განათლებული, კულტურული და განვითარებული. თუ ჩვენთან გინდა, ჩვენი ყველა მოთხოვნა უნდა შეასრულო, არადა დაბრუნდი რუსეთის წიაღში. მათი მთავარი მოთხოვნებია: შეცვალე კანონმდებლობა ჩვენი ინტერესების მიხედვით! დაიკავე ანტირუსული პოზიცია იმ დოზით და იმ ფორმით, როგორსაც ჩვენ თქვენგან მოვითხოვთ! თუ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ცუდად ასრულებს ჩვენს მითითებს, ჩვენ მას შევცვლით უფრო მორჩილით, უფრო კარგი შემსრულებლით, ჩვენი ინტერესების უკეთ გამტარებლით! ასეთ ხელისუფლებას ჩვენ დავარქმევთ უფრო „დემოკრატიულს“ და „პროდასავლურს“, ან სულაც „დემოკრატიის შუქურას“.
მე რუსეთის მსგავსად უხეში ძალა არ ვარ, მე გეხმარები შენი ჯარისკაცების გაწვრთნაშიც კი, ოღონდ მათ ჩემი ინტერესების დაცვისათვის გამოვიყენებ. ვაბრძოლებ სხვადასხვა მისიებში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ილუზიით. კანონის უზენაესობაზე ბევრს ვილაპარაკებ, მაგრამ როცა დამჭირდება, შენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას მოგთხოვ და აბა, თუ ბიჭი ხარ, არ შეასრულო, მაშინვე რუსეთუმეს იარლიყს მოგაკერებ შენივე ხალხის ხელით.
ოლიგარქებსაც იმათ დავარქმევ, ვისაც მე მინდა, ვისი ბულინგი და დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა ჩემს ინტერესებშია, იმიტომ რომ ურჩია. მოკლედ, შენ ქვეშევრდომი უნდა იყო და არა თანასწორი. აააა არ გინდა? მაშინ დაბრუნდი რუსულ წიაღში. სიმართლე და სამართალი ის არის, რაც ჩემი ქვეყნის (ან კოლექტიური დასავლეთის) ინტერესებს შეესაბამება და არა შენი ქვეყნის ტრადიციებს, მაღალ იდეალებს ან მისწრაფებებს. ჩვენ გვჭირდება, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონება, ხოლო თუ დაგვჭირდა, შენც უნდა დააკანონო პედოფილია, რადგან ეს მე მინდა. არ გინდათ? დაბრუნდით ტოტალიტარული და აგრესიული რუსეთის წიაღში. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ამას არ იზამთ, რადგან ბნელ რუსეთს მაინც მუდამ "ცივილიზებულ" და დემოკრატიულად წოდებულ დასავლეთს არჩევთ. ერთი სიტყვით, უნდა იყოთ, რუსეთის წინააღმდეგ. თუ საჭიროა საზარბაზნე ხორცად უნდა გამოგვაყენებინოთ თავი, სხვა არჩევანი არა გაქვთ. არ გინდათ? მაშინ "ოლიგარქს" სანქციები, ხელისუფლებას კი - აქციები. არ გინდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა? მაშინ ის ხელისუფლება გეყოლებათ, ვინც მეორე ფრონტს დიდი ხალისით და ენთუზიაზმით გახსნის. ყველაფერი წინ არის. და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ვითარდება. ჩვენს წინ კი ისევ მარადიული პასუხგაუცემელი კითხვაა: გვეშველება რამე?!" -წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024