გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ფაქტია, ტექნიკური მთავრობის იდეა, პრემიერად ნინო ლომჯარია, მინისტრად ეკა გიგაური და სხვები ხალხმა არ მიიღო

8-07-2022

წავიკითხე მიხეილ ყაველაშვილის მიერ კელი დეგნანისადმი მიძღვნილი ღია წერილი. მასში ნახსენებ ყველა საკვანძო საკითხს ვეთანხმები, მაგრამ გამოვარჩევ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას. გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიშა მშვილდაძე და სხვები ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას იზიარებენ და ეთანხმებიან, რაც მიკვირს, რადგან მათგან ყველას თუ არა, დავით უსუფაშვილს მაინც სამართლებრივი ცოდნა გააჩნია და ამ მოთხოვნის აბსურდულობა კარგად ესმის - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

 

მისი თქმით, აკერმანის სახელმძღვანელოდან ტექნიკური მთავრობის იდეის copy- paste აზრს მოკლებულია, რადგან ტექნიკური მთავრობის შექმნა ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი სამართლებრივი მოცემულობით შეუძლებელია.

 

„წავიკითხე მიხეილ ყაველაშვილის მიერ კელი დეგნანისადმი მიძღვნილი ღია წერილი. მასში ნახსენებ ყველა საკვანძო საკითხს ვეთანხმები, მაგრამ გამოვარჩევ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას. გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიშა მშვილდაძე და სხვები ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას იზიარებენ და ეთანხმებიან, რაც მიკვირს, რადგან მათგან ყველას თუ არა, დავით უსუფაშვილს მაინც სამართლებრივი ცოდნა გააჩნია და ამ მოთხოვნის აბსურდულობა კარგად ესმის. მხოლოდ პლიტიკური დღის წესრიგით, უფრო პირადი გეგმით დაყენებული მოთხოვნები სამართლებრივ პროცედურულ შესაძლებლობებს მოითხოვს.

 

აკერმანის სახელმძღვანელოდან ტექნიკური მთავრობის იდეის copy paste აზრს მოკლებულია, რადგან ტექნიკური მთავრობის შექმნა ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი სამართლებრივი მოცემულობით შეუძლებელია. ფაქტია ტექნიკური მთავრობის იდეა პრემიერ - მინისტრად ნინო ლომჯარია მინისტრად ეკა გიგაური და სხვები ხალხმა არ მიიღო. მათი "გეგმა" გეგმადაც არ იქნა აღიარებული, მაგრამ ოპოზიცია მაინც ხალხის წინააღმდეგ მიდის და პოლიტიკური ჟინით ტექნიკურ მთავრობას ითხოვს. ჩნდება კითხვები, ვინ ან რა ძალები დგანან ამ გეგმის უკან?! გეგმისა რომელსაც ხალხს "ცხვირში ატენით", ხალხი არ იღებს მაგრამ, არა, იბრძვით რომ მიიღონ!“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930