8-07-2022
„უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილის ომის პარტიასთან უნისონში საქართველოში არეულობას ცდილობს, არაა ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ნამდვილი უცხოელი გულშემატკივრებისთვის. სანქციებზე ვითომ არმიერთებისა და მოხალისეების თვითმფრინავის არგაშვების გამო, საქართველოდან გაიწვიეს უკრაინის ელჩი. გათვლა ყველასთვის ნათელი იყო - მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარებისა და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა, აღშფოთება მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა“- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით ის გაუგონარი ფაქტები, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილის ომის პარტიასთან უნისონში საქართველოში არეულობას ცდილობს, არაა ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ნამდვილი უცხოელი გულშემატკივრებისთვის.
„პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისადმი გაგზავნილ ყურადსაღებ ღია წერილში ერთ მნიშვნელოვან თემაზეც, უკრაინელ პოლიტიკოსებზე აკეთებს აქცენტირებას. ის გაუგონარი ფაქტები, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილის ომის პარტიასთან უნისონში საქართველოში არეულობას ცდილობს, არაა ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ნამდვილი უცხოელი გულშემატკივრებისთვის. სანქციებზე ვითომ არმიერთებისა და მოხალისეების თვითმფრინავის არგაშვების გამო, საქართველოდან გაიწვიეს უკრაინის ელჩი. გათვლა ყველასთვის ნათელი იყო - მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარებისა და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა, აღშფოთება მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა. ამ მიმართულებით, დუმილის პოლიტიკა აშშ-ის ელჩისგან, ქალბატონ დეგნანისგან, რაზედაც წერს "ქართული ოცნებიდან" აწ უკვე გასული დეპუტატი ყაველაშვილი, ბევრისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ასევე ვერ უძლებს კრიტიკას ის არაერთი შემთხვევა, როდესაც ე.წ. პროამერიკელი უკრაინელი პოლიტიკოსები – პოდოლიაკი, არესტოვიჩი, გონჩარენკო, დანილოვი, არახამია და სხვები საქართველოს ომში ჩართვისკენ და აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევისკენ ღიად მოუწოდებენ. მაშინ რომელ ლოგიკურ ჯაჭვში ჯდება ქალბატონი დეგნანის ის განცხადება, რომ აშშ-ს საქართველოში ომი სურს, ეს ФСБ-ს მზაკვრული ნარატივია? გამოდის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ФСБ-ს გზავნილებს ახმოვანებს და ამას არ ემიჯნება ამერიკის ელჩი? რა, არსებულ სიტუაციაზე ხმა თუ ამოიღეს საქართველოს პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ესეც ФСБ-ს "ნარატივია"? არახამიასა და არესტოვიჩის მშობლიურ ენაზე დავწერ - Что-то не клеится!“- წერს გია აბაშიძე.
1-11-2024
1-11-2024