გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს: დავიჯერო, არ აცნობიერებთ, რომ ФСБ-ს სახელმძღვანელოებით მოქმედი თქვენი პროტეჟე "ლეგიონი" პირველ რიგში ამერიკას და პირადად თქვენ უდიდეს ზიანს და დისკრედიტაციას გაყენებენ?

8-07-2022

ამას წინათ ბრძანეთ: "საქართველოში გავრცელებული მზაკვრული ნარატივი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ქვეყნის ჩათრევა სურს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა“. როდესაც ჩვენ სავსებით გეთანხმებით პირადი გამოცდილებით ნაკარნახევ თქვენს შეფასებას - რა გიშლით ხელს, სათითაოდ დაასახელოთ ასევე აშშ-ს ფინანსური და იდეოლოგიური ქოლგის ქვეშ მყოფი უკრაინელი და ქართველი მოქმედი თუ გადამდგარი პოლიტიკური და "არასამთავრობო" პირები, რომლებიც სწორედ რომ ФСБ-ს ამ სახელმძღვანელოებით უბიძგებენ ხელისუფლებას ომში ჩათრევისაკენ. ქ-ნო ელჩო, დავიჯერო, არ ათვითცნობიერებთ, რომ ФСБ-ს სახელმძღვანელოებით მოქმედი თქვენი პროტეჟე "ლეგიონი" პირველ რიგში ამერიკას და პირადად თქვენ, როგორც მის წარმომადგენელს ქვეყანაში, უდიდეს ზიანს და დისკრედიტაციას გაყენებენ, ხოლო თქვენი ცალსახად მიკერძოებული დუმილი მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს, ეჭვს ბადებს - რა განსხვავებაა მაშინ თქვენსა და ჩვენს ომბუდსმენს შორის, რომელიც თქვენსავით ქვეყანაში არც ამ უმრავლესობას იმჩნევს და არც მათი პრობლემები აინტერესებს - მიმართავს ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს.

 

ექსპერტი საქართველოში აშშ-ის ელჩისადმი პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჩნდება იმედი, რომ მთელ რიგ ღია თემებს ქ-ნი ელჩი ამ ჯერზე მაინც ახდის ფარდას, ვინაიდან მას ოფიციალურად უკვე პარლამენტის წევრი მიმართავს.

 

„დღეს "ქართული ოცნების" რიგებიდან წამოსულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს ქ-ნ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. წერილი მოიცავს ელჩის მიმართ კონკრეტული და დღემდე პასუხგაუცემელი კითხვების ფართო სპექტრს, რომელსაც არც ჩვენ ვაკლებდით მას, მაგრამ რა თქმა უნდა უშედეგოდ. ჩნდება იმედი, რომ მთელ რიგ ღია თემებს ქ-ნი ელჩი ამ ჯერზე მაინც ახდის ფარდას, ვინაიდან მას ოფიციალურად უკვე პარლამენტის წევრი მიმართავს. პირველ რიგში, გაუგებარია ქალბატონი ელჩის ამჟამინდელი დუმილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმ ორკესტრირებულ ბულინგზე, რომელსაც აწარმოებენ აშშ-ს მიერ ფინანსურად და იდეოლოგიურად მხარდაჭერილი პოლიტიკური თუ ე.წ. არასამთავრობო ძალები. ეს იგივე ივანიშვილზეა საუბარი, რომელზეც ჯერ კიდევ თებერვალში კელი დეგნანმა ბრძანა: "ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან”.

 

დღეს კალენდარზე ივლისია, ქ-ნო ელჩო. რამე შეიცვალა? ივანიშვილმა დაკარგა ქვეყანაში საზოგადოებრივი გავლენა, აღარ შეაქვს წვლილი ბიზნესში, განათლებაში, აღარ არის ფილანტროპი, თუ იგი პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ თქვენ არ გეკონტაქტებათ? ხოლო, თუ თქვენთვის არაფერი შეცვლილა, რატომ არ შეაჩერებთ თქვენზე დამოკიდებულ გაავებულ ძალებს - საქართველოს უპირობო საზოგადოებრივ ლიდერზე და მეცენატზე უსაფუძვლო თავდასხმებისაგან? გარდა ამისა, თქვენ ამას წინათ ბრძანეთ: "საქართველოში გავრცელებული მზაკვრული ნარატივი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ქვეყნის ჩათრევა სურს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა“.

 

როდესაც ჩვენ სავსებით გეთანხმებით პირადი გამოცდილებით ნაკარნახევ თქვენს შეფასებას - რა გიშლით ხელს, სათითაოდ დაასახელოთ ასევე აშშ-ს ფინანსური და იდეოლოგიური ქოლგის ქვეშ მყოფი უკრაინელი და ქართველი მოქმედი თუ გადამდგარი პოლიტიკური და "არასამთავრობო" პირები, რომლებიც სწორედ რომ ФСБ-ს ამ სახელმძღვანელოებით უბიძგებენ ხელისუფლებას ომში ჩათრევისაკენ. ქ-ნო ელჩო, დავიჯერო რომ თქვენ არ ათვითცნობიერებთ, რომ ФСБ-ს სახელმძღვანელოებით მოქმედი თქვენი პროტეჟე "ლეგიონი" პირველ რიგში ამერიკას და პირადად თქვენ, როგორც მის წარმომადგენელს ქვეყანაში, უდიდეს ზიანს და დისკრედიტაციას გაყენებენ. ხოლო თქვენი ცალსახად მიკერძოებული დუმილი მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს, ეჭვს ბადებს - რა განსხვავებაა მაშინ თქვენსა და ჩვენს ომბუდსმენს შორის, რომელიც თქვენსავით ქვეყანაში არც ამ უმრავლესობას იმჩნევს და არც მათი პრობლემები აინტერესებს. ვიტოვებ დიდ იმედს, რომ თქვენ თავად იხსნით თავს ამ მძევლობიდან, საიდანაც ჩვენს დიად ქვეყანაში დიადი ამერიკის ელჩობას თავს ჯერჯერობით ჯეროვნად ვერ ართმევთ.

 

იმედია, დეპუტატ ყაველაშვილის დასმულ შეკითხვებს რიტორიკაში არ გაატარებთ და მათზე გაცემული პასუხებით, როგორც იქნა, სასიამოვნოდ გაგვაოცებთ და გაგვახარებთ! წარმატებები, ქალბატონო ელჩო!“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930