გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის „აგროლაბი“ პრეზენტაციის ღონისძიებას დაესწრო

8-07-2022

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ლაბორატორიის „აგროლაბი“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების,  ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

 

„დღეს ფერმერთა ასოციაცია და „აგროლაბი“ ერთად აკეთებენ პრეზენტაციას, სადაც არამარტო ლაბორატორიების საჭიროებაზე ვსაუბრობთ, არამედ იმაზეც, რომ გვჭირდება მუდმივი მუშაობა, გვჭირდება, ფერმერებამდე მივიტანოთ, რომ წარმატების საფუძველი არის ცოდნა. ბოლო 5-6 წელია სახელმწიფო მუდმივად ავითარებს ლაბორატორიის სისტემას, რისთვისაც იხარჯება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი. ქვეყანაში, სახელმწიფო ლაბორატორიების პარალელურად, იქმნება დამოუკიდებელი ლაბორატორიები. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და, დღეისათვის, ევროპაში თაფლის ექსპორტის 83 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. საქართველოში, პრაქტიკულად სრული ანალიზი ტარდება უკვე. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული ლაბორატორია ისეთ დონეზე იყოს აღჭურვილი, რომ ფერმერს ანალიზის პასუხის მიღებისათვის არ უწევდეს დედაქალაქში ჩამოსვლა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ თანამედროვე სტანდარტის ლაბორატორიის „აგროლაბი“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორია თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, სადაც შესაძლებელია, მაღალი ხარისხის გარანტიით ჩატარდეს სრული კვლევები, როგორც სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარიაზე, მცენარეთა დაცვაზე, ასევე, ნიადაგსა და წყალზე.

 

EOS Crop Monitoring პლატფორმაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ექნება პროფესიონალური გამოწერის პაკეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს. ასოციაციის მხრიდან მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების მიწოდება და ფერმერთა ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930