გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
PMCG: საქართველოში მინიმალურ ანაზღაურებაზე მომუშავე ადამიანთა რიცხვი შემცირდა

8-07-2022

PMCG-ს კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.


ამავე კვლევით, 2022 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი.


როგორც „იმედინიუსს“ PMCG-ში განუმატეს, აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოყენებულია, შემოსავლების სამსახურისა და jobs.ge-ს მონაცემები. jobs.ge-ს მონაცემებში ცდომილება არ არის და ზუსტად ასახავს სტატისტიკას.


„რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ნაწილს, ამ შემთხვევაში მცირე ცდომილება შეიძლება არსებობდეს, რადგან შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას მუდმივად ემატება მონაცემები. მაგალითად 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები რაც ჩვენ გვაქვს გრაფიკზე გამოტანილი, შეიძლება შეიცვალოს, რადგან პუბლიკაციის გამოქვეყნების დღის შემდეგ სავარაუდოდ დაემატებოდა მონაცემები შემოსავლების სამსახურის ბაზას და მაჩვენებელი მცირედით გაიზრდებოდა“, - აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930