8-07-2022
5%-იანი ბარიერის პირობებში შემდეგ არჩევნებზე დიდი ალბათობით ორი პარტია გადალახავს ბარიერს. ორი პარტია პარლამენტში თავისთავად არ არის ზოგადად კარგი მოცემულობა, წარმოიდგინეთ, ერთადერთი ოპოზიციური პარტია რომ ნაცმოძრაობაა, ეს მართლა კატასტროფაა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის „დიდ გადაცემაში“ განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება ჯობდეს, ბარიერის გადალახვის თეორიული თუ პრაქტიკული შანსი მიეცეს სხვა პოლიტიკურ პარტიებს, თუნდაც ახალს, ან ძველს, შედარებით ჯანსაღს, კონსტრუქციულს.
„ბოლო რეიტინგები რომ გავზომეთ, 2% -იც კი არ აქვს არც ერთ პარტიას ამ ორის შემდეგ, ამ ფონზე, როცა საზოგადოება ხედავს, იმათ რა უნდათ და ჩვენ რა გვინდა, რეალურად ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი, 50%-ს გადასცდა, ნაცმოძრაობისაც შემცირებულია და პატარებს საერთოდ აღარაფერი აქვთ. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ორი პარტია პარლამენტში თავისთავად არ არის ზოგადად კარგი მოცემულობა. წარმოიდგინეთ, ერთადერთი ოპოზიციური პარტია რომ ნაცმოძრაობაა, ეს მართლა კატასტროფაა. ამ კუთხით არ არის კარგი. ამ კუთხით შეიძლება ჯობდეს, რომ თეორიული თუ პრაქტიკული შანსი ბარიერის გადალახვის მივცეთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, თუნდაც ახალს, ან ძველს, შედარებით ჯანსაღს, კონსტრუქციულს. პატარა ბარიერს ეს ობიექტური პლიუსი აქვს, მაგრამ მინუსიც ბევრი აქვს. არის ბევრი ფაქტორი მთლიანობაში, რაც მხედველობაშია მისაღები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.