გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ერმაკთან დაკავშირებული საკითხებით დღეს უკვე აშშ-ს კონგრესი დაინტერესდა, ვუერთდებით კონგრესმენის მოთხოვნას და მოუთმენლად ველით ამერიკის პრეზიდენტის პასუხს

9-07-2022

ერმაკთან დაკავშირებული სხვა საკითხებით, დღეს უკვე აშშ-ს კონგრესი დაინტერესდა, რომელიც ჯო ბაიდენს მოუწოდებს გადაამოწმოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის რუსეთთან შესაძლო კავშირები და ინფორმაცია კონგრესს დაუყონებლივ მიაწოდოს. ვუერთდებით კონგრესმენის მოთხოვნას და მოუთმენლად ველით ამერიკის პრეზიდენტის პასუხს - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

 

მისი თქმით, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლები ხმამაღლა საუბრობდნენ ზელენსკის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე, რომელიც კრემლის ძირითადი "გავლენის აგენტია" უკრაინაში.

 

„ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლები ვასილ ბურბა (თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ექს-შეფი) და გენადი მოსკალი ( შსს-ს თადარიგის გენერალი) ხმამაღლა საუბრობდნენ ზელენსკის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე, როგორც "ვირთხაზე", ФСБ-ს საიდუმლო თანამშრომელზე, მეტსახელად "ტიმოფეევი", რომელიც კრემლის ძირითადი "გავლენის აგენტია" უკრაინაში. ასევე, უკვე ომის პერიოდში, ჩვენ სწორედ ერმაკის გუნდის წევრებზე ვწერდით, რომლებიც ФСБ-ს თანამშრომლის, აშშ-ში შპიონაჟის ბრალდებით მსჯავრდებულის, შემდგომ დეპორტირებული და ამჟამად რუსეთის დუმას დეპუტატის მარია ბუტინას დახმარებით, უკრაინის "ტერიტორიული თავდაცვის პროგრამის" ფარგლებში, რუსეთიდან ავტომატური ცეცხლსასროლის იარაღის შემოტანით იყვნენ დაკავებულები. და აი ამ და ერმაკთან დაკავშირებული სხვა საკითხებით, დღეს უკვე აშშ-ს კონგრესი დაინტერესდა, რომელიც ჯო ბაიდენს მოუწოდებს გადაამოწმოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის რუსეთთან შესაძლო კავშირები და ინფორმაცია კონგრესს დაუყონებლივ მიაწოდოს. შესაბამისი წერილით შტატების პრეზიდენტს კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა მიმართა და ამ მოთხოვნის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ვუერთდებით კონგრესმენის მოთხოვნას და მოუთმენლად ველით ამერიკის პრეზიდენტის პასუხს“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930