გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩვენ, რაც გავაკეთეთ საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში შესაძლოა, ამგვარი მექანიზმები არ იყოს

10-07-2022

,,ჩვენ, რაც გავაკეთეთ საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში, შესაძლოა, ამგვარი მექანიზმები არ იყოს, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ძალიან ბევრია, რაც შეიძლება დავხვეწოთ და ავსახოთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წლები გადიოდა ისე, რომ საქართველოს პარლამენტში არცერთი მინისტრი არ მიდიოდა, ახალი რეგლამენტის ამუშავების შემდეგ კი მინისტრების და პრემიერ-მინისტრის მისვლამ პარლამენტში პერმანენტული ხასიათი მიიღო.

 

,,ალბათ გთხოვთ, წლები ისე გადიოდა ერთი-ორი მინისტრი თუ მოვიდოდა პარლამენტში. ახალი რეგლამენტის ამუშავების შემდეგ, ხედავთ, რომ კვირა არ გავა, რომელიმე მინისტრი თავისი ანგარიშით, სხვადასხვა ფორმატში - ინტერპელაციის წესით, თუ მინისტრის საათის ფორმატში არ მოვიდეს პარლამენტში. ასევე, პრემიერ-მინისტრის ინტენსიური სიარული პარლამენტში. ჩვენმა ზოგიერთმა ოპონენტმა ბოლოს წაიკითხა და გამოიყენეს თავისუფალი ტრიბუნა, სხვადასხვა ფორმატი. ეს უკვე გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება, ამის დახვეწას, ბუნებრივია, ამაზე უარს ვინ იტყვის? მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება ევროკომისიის რეკომენდაციით,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930