11-07-2022
გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს შედეგები ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დატოვებული „ქართული ოცების" სწორი პოლიტიკის შედეგია.
„მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება - გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე დასახელება ჩვენი ქვეყნის, არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე ათი წელია ატარებს ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის, აქაც მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, საუბედუროდ, იყო უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცების" სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024