გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: „ქართული ოცნების“ რეგიონალური ლიდერების მიერ პარტიის დატოვება მოტივით, რომ სურთ ისაუბრონ ყველაფერზე და ამით არ დააზიანონ გუნდის იმიჯი, სრულიად ლოგიკური გაგრძელებაა ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის გადაწყვეტილებისა

11-07-2022

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ რეგიონალური ლიდერების მიერ, პარტიის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეგიონალური ლიდერების მიერ, პარტიის დატოვება იმ მოტივით, რომ მათ სურთ ისაუბრონ ყველაფერი ყველაფერზე და ამით არ დააზიანონ გუნდის იმიჯი, არის სრულიად ლოგიკური გაგრძელება ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის გადაწყვეტილების.

 

„ქართული ოცნების“ რეგიონალური ლიდერების მიერ, პარტიის დატოვება იმ მოტივით, რომ მათ სურთ ისაუბრონ ყველაფერი ყველაფერზე და ამით არ დააზიანონ გუნდის იმიჯი, არის სრულიად ლოგიკური გაგრძელება ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის გადაწყვეტილების. ცხადია, ამ სამი ადამიანის მიერ პარტიიდან წამოსვლას სჭირდებოდა რეგიონალური სიმყარე და ეს სიმყარეც მიიღეს. ერთია ტელევიზორიდან გაგონილი, ხოლო მეორეა, რომ ადგილზე, რეგიონებში პარტიული ლიდერების უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მათგან პირადად მოსმენა მძიმე, მაგრამ აუცილებელი და საჭირო სიმართლის. საინტერესო პროცესები მიდის და ფაქტია, რომ მმართველი გუნდი არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, მით უმეტეს რაღაც გაუგებარი, საეჭვო და სახიფათო ნაბიჯების გადადგმას და რუსეთთან ქიშპობის დაწყებას. რთულიც არის ამის გამტყუნება - უახლოეს წარსულში ვნახეთ, რა მოგვიტანა 2 დღიანმა ომმა...“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930