გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: ქართველებმა დავუშვით, რომ ოლიგარქი თავზე დაგვაჯდა და მისი გაშვებაც ჩვენი, ქართველების ვალდებულებაა!

14-07-2022

ივანიშვილის არხზე, ანიკაშვილის ღამის ეთერში, გუშინ, 13 ივლისს, ნახევარი საათის განმავლობაში, საშუალება გვქონდა, გვეხილა ბატონი კობახიძე. მთელი ეს გადაცემა არის მტკიცებულება, რომ ივანიშვილი ოლიგარქია. ირაკლი კობახიძე მოგვევლინა კერძო პირის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად, არადა, კობახიძე მმართველი პარტიის ფორმალური თავმჯდომარე, ანუ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ფორმალური მმართველია" - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.    


"მარტივი დასკვნა: კობახიძე არის ოლიგარქ ივანიშვილის ადვოკატი და ამავე ოლიგარქის დავალებით, შეთავსებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე. 
ჩვენ, ქართველებმა დავუშვით, რომ ოლიგარქი თავზე დაგვაჯდა და მოაჯდა ჩვენს სახელმწიფოს. ოლიგარქის გაშვებაც ჩვენი, ქართველი ხალხის ვალდებულებაა!" - აცხადებს ოქრიაშვილი.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031