14-07-2022
საქართველოში როცა არანაირი დასაბუთებული ეჭვისთვის საფუძველი არ არსებობს, თუ არაფორმალური სანქცია მაინც იქნა გამოყენებული მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ, ეს ძალიან ცუდი სიმპტომია, შემაშფოთებელია. კიდევ ერთხელ მივმართავთ დამატებითი კითხვით ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს საქართველოში, თუ ადგილი ჰქონდა, ვისგან მოდიოდა, ხომ არ მოდიოდა ეს პირადად საელჩოდან, ელჩი დეგნანისგან, თუ ეს ყველაფერი ტყუილია, არანაირი საფუძველი ამ ეჭვებს არ აქვს და იყო მართლა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც საბუთების მოწესრიგება ვერ მოგვარდა. ეს არის კითხვა რომელზეც ვფიქრობ, პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა, პარლამენტში კითხვაზე პასუხის დროს ორაზროვანი პასუხი გასცა, რომელიც თითქოს ტოვებს იმ შესაძლებლობას, რომ აქ შეიძლება მართლა ჰქონოდა საქმე არაფორმალურ სანქციასთან.
მისივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილების შეცვლის, გადახედვის უფლება ვისაც აქვს ერთადერთი არის ზემდგომი სასამართლო, ევროპის კონტინენტზე საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, თუ ეჭვები ჩნდება სამართლიანობასთან დაკავშირებით.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე არის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ევროკავშირთან ინტეგრაცია არის ჩვენი უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანი და ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხომ არ არიან ეს ადამიანები, რომლებიც შეიძლება გარკვეულწილად ცდებიან თავის უფლებამოსილებას და ბოროტად შეიძლება იყენებდნენ ამ უფლებამოსილების ფარგლებს, რაც შეიძლება გამოიხატოს არაფორმალურ სანქციებშიც.
„ყველას კარგად გვახსოვს ის აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს როცა შეექმნა ამერიკაში წასვლასთან დაკავშირებით პრობლემები. ლაშა ჩხიკვაძე მიდიოდა ერთგვარი გაცნობითი, სასწავლო ვიზიტით სხვა მოსამართლეებთან ერთად და მაშინ სხვა მოსამართლეებმაც სოლიდარობის, თუ პროტესტის ნიშნად უარი თქვეს ამერიკაში წასვლაზე. მაშინ ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ლაშა ჩხიკვაძის წასვლასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები დაუკავშირეს მის გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიტანა ნიკა გვარამიას საქმეზე. მაშინ პირადად მეც და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები, ლიდერები, ყველანი ვამბობდით, რომ ეს არის შეუძლებელი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში შეუძლებელია მოსამართლეს დაუწესო ფორმალური ან არაფორმალური სანქცია იმის გამო, რომ მან გამოიტანა გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე და ამ გადაწყვეტილებაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის ან უკანონო, უსამართლო, ან პოლიტიკური იყო ან რაიმე ამდაგვარი. შესაბამისად, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ შეუძლებელია ამერიკის მთავრობას, ამერიკის საელჩოს, პირადად ელჩს მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო.
თუმცა, გუშინ, ბატონმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, მოსამართლემ, პარლამენტში კითხვაზე პასუხის დროს ორაზროვანი პასუხი გასცა, რომელიც თითქოს ტოვებს იმ შესაძლებლობას, რომ აქ შეიძლება მართლა ჰქონოდა საქმე არაფორმალურ სანქციასთან. ეს რა თქმა უნდა ძალიან შემაშფოთებელია, იმიტომ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების შეცვლის, გადახედვის უფლება ვისაც აქვს, ერთადერთი არის ზემდგომი სასამართლო, ევროპის კონტინენტზე საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თუ ასეთი ეჭვები ჩნდება სამართლიანობასთან დაკავშირებით. როცა არანაირი დასაბუთებული ეჭვისთვის საფუძველი არ არსებობს, თუ არაფორმალური სანქცია მაინც იქნა გამოყენებული მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ, ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი სიმპტომია, შემაშფოთებელია. კიდევ ერთხელ მივმართავთ დამატებითი კითხვით ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს საქართველოში, თუ ადგილი ჰქონდა, ვისგან მოდიოდა, ხომ არ მოდიოდა ეს პირადად საელჩოდან, ელჩი დეგნანისგან, თუ ეს ყველაფერი ტყუილია, არანაირი საფუძველი ამ ეჭვებს არ აქვს და იყო მართლა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც საბუთების მოწესრიგება ვერ მოგვარდა. ეს მეორე ვარიანტი, რომლის შესაძლებლობაც დაუშვა ბატონმა გვრიტიშვილმა.
ეს არის კითხვა რომელზეც მე ვფიქრობ პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე არის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ევროკავშირთან ინტეგრაცია არის ჩვენი უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანი და ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხომ არ არიან ეს ადამიანები, რომლებიც შეიძლება გარკვეულწილად ცდებიან თავის უფლებამოსილებას და შეიძლება ბოროტად იყენებდნენ ამ უფლებამოსილების ფარგლებს, რაც შეიძლება გამოიხატოს არაფორმალურ სანქციებშიც. ჯერჯერობით მსგავსი ვარაუდის გამოთქმას მოვერიდები, რადგანაც გაჩნდა ეჭვები და კითხვები, სწორედ ამ ვარაუდების, ამ ეჭვების გაქარწყლება იქნება ყველაზე მეტად რაც გამახარებს პირადად მე და ამის გაქარწყლება ნამდვილად შეუძლია ქალბატონ კელი დეგნანს ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი პასუხით, რომელიც მჭირდება არა მე, ან ვინმე სხვას, არამედ სჭირდება ქართულ საზოგადებას“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1-11-2024
1-11-2024