გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის მორიგი ციკლი დასრულდა

14-07-2022

​სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიცირებითა და ორგანიზებით, პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში" (Leadership For Sustainable Development in Georgia) მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით კერძო სექტორს დამატებით 50 გადამზადებული ექსპორტის მენეჯერი ჰყავს.


მიმდინარე წელს, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი უკვე 2-ჯერ განხორციელდა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ყველა მხარდამჭერი, პარტნიორი და კურსდამთავრებული იყო წარმოდგენილი.


2022 წელს, სასერტიფიკატო კურსის მორიგი ციკლის განხორციელება თელავსა და ქუთაისშიც იგეგმება. მსურველების რეგისტრაცია კი უახლოეს მომავალში დაიწყება.


ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი 2015 წელს დაიწყო და დღეის მდგომარეობით კურსდამთავრებულთა რიცხვმა 388-ს მიაღწია.


პროგრამა მიზნად ისახავს ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას საწარმოებში საექსპორტო ოპერაციების გაუმჯობესების და ექსპორტის სტიმულირების მიზნით. კურსი 15 მოდულისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა საქონლის წარმოშობა, ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა და .ა.შ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031