გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ელჩის დავალებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ განახორციელა რეპრესიული ქმედება, რომელიც განკუთვნილი იყო სხვა მოსამართლეების დასაშინებლად

15-07-2022

 „მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეს განცხადება აუცილებლად უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში, რათა იქ გადასახადის გადამხდელებმა იცოდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ხდება დემოკრატიის პრინციპების აშკარა დარღვევა, სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შესახებ.

 

“მოდით და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ელჩის დავალებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ განახორციელა რეპრესიული ქმედება, რომელიც განკუთვნილი იყო სხვა მოსამართლეების დასაშინებლად (ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს წევრების "გასაგონად"). ლაშა ჩხიკვაძე- მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან(ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

 

ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეს განცხადება აუცილებლად უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში, რათა იქ გადასახადის გადამხდელებმა იცოდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ხდება დემოკრატიის პრინციპების აშკარა დარღვევა, სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება”- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930