გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, თეთრიწყაროში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

15-07-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში კომპანიამ „სადგური“ მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა აღადგინა  და  ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყო, რაც კვების ობიექტს და სტუმრების მისაღებ რამდენი ნომერს მოიცავს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად,  200,000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებამ 166,000 ლარი შეადგინა. კვების ობიექტში დასაქმებული 10  ადგილობრივს შორის უმრავლესობა ქალია.

 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერმა, ნოდარ კერესელიძემ ახალი ტურისტული  ობიექტი დაათვალიერეს.

 

„სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფლად, აგრარული მიმართულების პარალელურად, არასასოფლო-სამეურნეო სექტორიც ვითარდებოდეს. დღეისათვის,  სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 75 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 10.9 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარს აღემატება“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

 

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერ ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ევროპული ტიპის სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, რომლის ფარგლებში განხორციელდა სოფლად არსებული აგრობიზნესების და მეწარმეების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებას, შემოსავლების ზრდას, კეთილდღეობის ამაღლებას.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

 

 „სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930