გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე: ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს

15-07-2022

მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მის საქმიანობაში ჩაურევლობაზე ვსაუბრობთ, ყოვლად დაუშვებელია ის, რაც ვიხილეთ, - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილის თქმით, მოსამართლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე აშშ-ს საელჩოს პოზიცია საინტერესოა.


„რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა.


ასევე მოვისმინეთ ევროპარლამენტარ გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს. საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. შესაბამისად, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჰქვია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.


როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ისიც უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930