გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

19-07-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ინსპექტირების, რეინსპექტირების, გამოძიების, დახმარებისა და სწავლების შესახებ დეტალური პრეზენტაციები წარუდგინეს. ქართულმა მხარემ კი, მათ საკუთარი საქმიანობის ძირითადი ასპექტები გააცნო.


თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალურ ინსპექციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031