გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ბოჟამში ასფალტის მეორე ფენის დაგება დასრულების პროცესშია

19-07-2022

კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან  სოფელ ბოჟამში  მისასვლელი გზის მოწყობა/მოასფალტების პროექტის   ფარგლებში ასფალტის მეორე ფენის დაგება დასრულების პროცესშია.


ასფალტის დაგებამდე მოეწყო გზის საფუძველი და რკინა ბეტონის კიუვეტები.ასევე დაგეგმილია  გზის გადამკვეთების და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა.


სოფელ ბოჟამთან მისასვლელი 2 567 გრძივი მეტრი გზის  რეაბილიტაციას შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს, რომელიც მაღალმთიანი    დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  1 225 655 ლარია.


როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა „საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მერიისთვის  პრიორიტეტულია, განსაკუთრებით კი სოფლად მისასვლელი რათა მოსახლეობას ეს პრობლემა არ აწუხებდეს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930