გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კვლევების ჩამონათვალს ახალი მეთოდები დაემატა

19-07-2022

სურსათის კვლევის დეპარტამენტის ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიაში, ისეთ სასურსათო პროდუქტებში, როგორიცაა თაფლი, რძე, ხორცი და თევზი, უკვე შესაძლებელია ანტიბიოტიკების კვლევების ჩატარება. კვლევები მიმდინარეობს როგორც სწრაფი, ასევე, რეფერენს (დამადასტურებელი) მეთოდებით.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია რძეში, ხორცსა და თევზში ანტიბიოტიკების კვლევებზე.


აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკებით დაბინძურებული სურსათი საფრთხეს უქმნის ადამიანს ჯანმრთელობას. ანტიბიოტიკების შემცველი საკვები პროდუქტების პერმანენტული მიღების დროს, ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკის არაეფექტიანობა საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აღიარებულია, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ საჭირო შედეგები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930