გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - თომას მიულმანი, ონის მერს - სერგი ხიდეშელს შეხვდა

20-07-2022

ონის მუნიციპალიტეტში ვიზიტად მყოფი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - თომას მიულმანი, ონის მუნიციპალიტეტის მერს - სერგი ხიდეშელს შეხვდა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - ლაშა ჭიჭინაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მთარგმნელი მზია გალდავაძე, ასევე მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი - მანანა ჩაგელიშვილი.

 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის სპეციფიკაზე, ტურისტულ პოტენციალზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - თომას მიულმანს და ქალბატონ მზია გალდავაძეს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

შეხვედრის შემდგომ, ხელმძღვანელი პირები სტუმრებთან ერთად ქალაქის ცენტრში არსებულ ონის სინაგოგას ესტუმრნენ. აღსანიშნავად იმისა, რომ სწორედ ამ ადგილას გაიმართა პრეზენტაცია ებრაული წარმოშობის, ავსტრიელი მწერალი ქალის - როზე აუსლენდერის ლექსების ქართული თარგმანის "როზე აუსლენდერი, ათი ლექსი", რომელიც გერმანულიდან თარგმნა ამირან (პაკო) სვიმონიშვილმა.

 

ვიზიტის დასასრულს, ონის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში გაიმართა ბეტინა როზბახერის დოკუმენტური ფილმის ჩვენება, როზე აუსლენდერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930