გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოჯისტიკური ტექნიკა გადასცა

20-07-2022

ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავიტრაქტორი გადასცა. ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოჯისტიკური საშუალებები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ.  


ღონისძიებაზე ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.  


ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის  2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930