20-07-2022
,,სხვადასხვა დროს „ქართულ ოცნებაში“ მყოფი პირები რიგში დამწკრივდნენ იდენტური მესიჯბოქსით, რომლიდანაც აშკარად ჩანს, რომ ეს ხალხი, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს კრიტიკულ შენიშვნას, ლეგიტიმურ კითხვას და „თავდასხმას.“ თუკი ვინმეს, მითუმეტეს, პოლიტიკოსს, ან მოსამართლეს, თუნდაც, აშშ-ს ელჩის და საელჩოს ქმედების მიმართ გაუჩნდა კითხვა, რატომ უნდა ჩაიგუბოს პირში წყალი?’’ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იუსტიციის ყოფილი წევრების მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
როგორც ანჯაფარიძე წერს, ის დარწმუნებულია, რომ იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების მიერ, დღეს გახმაურებული ინფორმაცია, აშშ-ს საელჩოსა და ელჩის „სპეციფიკურ დამოკიდებულებებზე“ საქართველოს მოსამართლეთა კორპუსთან, ფავორიტების და მოძულებულების პრინციპით, საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისათვის ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელს სპეციალური ოთახი აქვს გამოყოფილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში.
,,სხვადასხვა დროს „ქართულ ოცნებაში“ მყოფი პირები რიგში დამწკრივდნენ იდენტური მესიჯბოქსით, რომლიდანაც აშკარად ჩანს, რომ ეს ხალხი, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს კრიტიკულ შენიშვნას, ლეგიტიმურ კითხვას და „თავდასხმას.“ თუკი ვინმეს, მითუმეტეს, პოლიტიკოსს, ან მოსამართლეს, თუნდაც, აშშ-ს ელჩის და საელჩოს ქმედების მიმართ გაუჩნდა კითხვა, რატომ უნდა ჩაიგუბოს პირში წყალი? ზოგადად, სიტყვა „თავდასხმა“ მოდური ტერმინი გახდა, მათთვის ვინც იქით ესხმის თავს მათთვის მიუღებელ პირებს, თანაც, ხშირად, ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს აცდენილი ფორმებით. აშშ-ს ელჩის აქაურმა დამცველებმა, რომ იტყვიან, აბჯარი აისხეს და ხმლები გააშიშვლეს. მათ და აქაურ „ფსევდომედასავლეთეებს“ დასავლური დემოკრატია და თავისუფალი საზოგადოება წარმოუდგენიათ ისე, რომ მხოლოდ მათ (კარგ და სწორ ბიჭებს და გოგოებს) აქვთ კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება და თავისუფლება. მათთვის მიუღებელ წრეებს კი თურმე, ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების მიერ დღეს გახმაურებული ინფორმაცია, აშშ-ს საელჩოსა და ელჩის, ასე ვთქვათ, „სპეციფიკურ დამოკიდებულებებზე“ საქართველოს მოსამართლეთა კორპუსთან, ფავორიტების და მოძულებულების პრინციპით, საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისათვის ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელს სპეციალური ოთახი აქვს გამოყოფილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში. თუ ეს კონკრეტული პროექტის ფარგლებში ხდება, კიდევ გასაგებია, სხვა შემთხვევაში კი განმარტებას საჭიროებს. ის, რაც ლაშა ჩხიკვაძემ და შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გაახმაურეს, ჯანსაღ საზოგადოებაში დისკუსიის საგანი გახდებოდა" - წერს ანჯაფარიძე.
16-11-2024
16-11-2024