გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე მაია კოპალეიშვილზე: საინტერესოა ის ცინიზმი, რომლითაც სააკაშვილის დროინდელი მოსამართლე თავისი 99.99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, გვარამიას ყოფილი მოადგილე, რომელსაც ქართული განათლების სისტემის ნგრევაში ლომის წილი მიუძღვის, სხვის ცინ

20-07-2022

ეს მიმართვა ნამდვილად არ არის გასაკვირი არც იმიტომ, რომ მაია კოპალეიშვილი გვარამიას შვილის ნათლიაა, არც იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში გვარამიას მოადგილე იყო. არც ასე ვთქვათ თემის "გადაფუთვის" მცდელობა, რომლითაც სურთ გვარამიას დაპატიმრება საქართველოსა და დასავლეთს შორის ჩატეხილ ხიდად წარმოაჩინონ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც გაბრიჭიძე წერს, საინტერესოა როგორი იქნება ეკა ბესელიას პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ეკა 2016 წელს (როცა ოცნების ლიდერშიპში იყო), რუსთავი 2-ის საქმეზე კოპალეიშვილის აცილებას მოითხოვდა გვარამიასთან ნათესაური კავშირის მიზეზით.

 

"სირცხვილია ბატონებო, როგორ უნდა დაისვენოთ ამ სინდისით?!" - ასე მიმართავს ქ-ონი მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეებს. ეს მიმართვა ნამდვილად არ არის გასაკვირი არც იმიტომ, რომ მაია კოპალეიშვილი გვარამიას შვილის ნათლიაა, არც იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში გვარამიას მოადგილე იყო. არც ასე ვთქვათ თემის "გადაფუთვის" მცდელობა, რომლითაც სურთ გვარამიას დაპატიმრება საქართველოსა და დასავლეთს შორის ჩატეხილ ხიდად წარმოაჩინონ. საინტერესოა ის ცინიზმი, რომლითაც სააკაშვილის დროინდელი მოსამართლე თავისი 99.99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, გვარამიას ყოფილი მოადგილე, რომელსაც ქართული განათლების სისტემის ნგრევაში ლომის წილი მიუძღვის, სხვის ცინიზმზე საუბრობს. ცოტათი საინტერესოა როგორი იქნება ეკა ბესელიას პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ეკა 2016 წელს (როცა ოცნების ლიდერშიპში იყო), რუსთავი 2-ის საქმეზე კოპალეიშვილის აცილებას მოითხოვდა გვარამიასთან ნათესაური კავშირის მიზეზით“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30