20-07-2022
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია კოპალეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელიც ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.
ექსპერტის თქმით მაია კოპალეიშვილი, ნიკა გვარამიას შვილის ნათლია რომ იყო იმიტომ დაინიშნა განათლების მინისტრის მოადგილედ.
„სირცხვილია ხალხოო"...ამუნათებს მოსამართლეებს მაია კოპალეიშვილი. აი ის მაია კოპალეიშვილი, ნიკა გვარამიას შვილის ნათლია რომ იყო იმიტომ დაინიშნა განათლების მინისტრის მოადგილედ. სირცხვილი კი ისაა, ნიკა გვარამია უდანაშაულოდ და პოლიტპატიმრად გამოგყავს. მაშინ არ იყო სირცხვილი რუსთავი-2 საკუთარ ჯიბეზე რომ მოირგო? ან მაშინ არ იყო სირცხვილი, როცა გვარამია ქართველებს ღვინოში ჩაფსმით და ათასგვარი საზიზღრობებით თუ სადისტობებით, რომ იმუქრებოდა?!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.