გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ატმის ექსპორტი 9-ჯერ გაიზარდა

3-07-2018

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოდან 2,955 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 2,610 ტონით (9-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 
ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, 2 ივლისის მდგომარეობით, 1,619 ათასი აშშ დოლარს შეადგენს.
ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (63,8 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (17,4 %), სომხეთის რესპუბლიკაში (15,5 %), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხორციელდება.
ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. 
10-15 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც „ატმის რთველი“ აქტიურ ფაზაში შევა, ქვეყნის მასშტაბით ატამს 2 გადამამუშავებელი ქარხანა ჩაიბარებს (თელავში, შპს „აჩინებული“ და გორში „კულა“). საჭიროების შემთხვევაში, გაიხსნება გურჯაანში არსებული ქარხანაც. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031