გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიღომში დეველოპერული პროექტი „მწვანე ხეივანი“ ხორციელდება

21-07-2022

საქართველოს ბანკი დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ მორიგ საინტერესო პროექტს ახორციელებს. „მწვანე ხეივანი“ 55,965 კვ.მ-ზე 7 საცხოვრებელ ბლოკს,დახურულ აუზს, სპა ზონას, სპორტულ მოედანსა და რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს.

 

კომპლექსი30 სხვადასხვა ტიპის, 684 ბინისგან შედგება.პროექტის ჯამური ღირებულება 22 მლნ.აშშ დოლარს აჭარბებს. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია კი 14 მლნ.აშშ დოლარს უტოლდება. „მწვანე ხეივანის“ დასრულება 2024 წელს იგეგმება.

 

„მწვანე ხეივანი“ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად პასუხობს და მაცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებს და სივრცეებს შესთავაზებს. პროექტი მიწისქვეშა ორდონიანავტოსადგომს,კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, ღია ფიტნესს და საბავშვო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. ადგილზე ასევე მოეწყობა სასეირნო, სარბენი და ველობილიკები თავისი ველოსადგომით. ჩვენი მიზანია,მაქსიმალური კომფორტი ვუზრუნველყოთ „მწვანე ხეივანის“ მაცხოვრებლებისთვის. ამისთვის, კომპლექსის ლობიში განთავსდება კონსიერჟი, დახურული ეზო კი 24 საათიანი დაცვითა და კამერებით აღიჭურვება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კიდევ ერთი პროექტი ვაქციოთ რეალობად“, - აცხადებს გრადას გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი ნათია ლაბაძე.

 

"გრადა 7 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის მანძილზე, პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ მორიგ პროექტს — მწვანე ხეივანს, რომელიც დიღომში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც აღნიშნული სექტორის განვითარებაზე, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, — აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე, ვალერი ნარსია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031