26-07-2022
სიჩუმე თანხმობის ნიშანია, ნუთუ თავისი ქვეყნის ავტორიტეტს არ უფრთხილდება, მისი სიჩუმით ხომ დადასტურდება, რომ აშშ ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებებში, მოუწოდებს ხელისუფლებას გახსნას მეორე ფრონტი და ახალისებს დესტრუქციულ ოპოზიციას ქვეყნის არევასა და რევოლუციის მოწყობაში - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
„გავეცანი პარტიიდან გასული დეპუტატების წერილს ამერიკის ელჩისადმი. ძალიან მიკვირს ნუთუ ქართველი ხალხი არ ვიმსახურებთ პასუხს იმ კითხვებზე, რაც ყველას გვაწუხებს? რატომ იქცევა ასე კელი დეგნანი, რატომ აღვივებს უარყოფით განწყობას იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც წარმოადგენს და რომლის ამ დონემდე მიყვანას რაც ახლა გვაქვს, ამდენი წელი დასჭირდა. სიჩუმე თანხმობის ნიშანია, ნუთუ თავისი ქვეყნის ავტორიტეტს არ უფრთხილდება, მისი სიჩუმით ხომ დადასტურდება, რომ აშშ ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებებში, მოუწოდებს ხელისუფლებას გახსნას მეორე ფრონტი და ახალისებს დესტრუქციულ ოპოზიციას ქვეყნის არევასა და რევოლუციის მოწყობაში.
ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება დავსვათ შეკითხვები და არა შეურაცხყოფა მივაყენოთ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. იმედია, ამჯერად მაინც გვიპასუხებს ქალბატონი დეგნანი.“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024