26-07-2022
ლანჩხუთში ძუძუს კიბოს სკრინინგის ცენტრი შენდება.
ამასთან დაკავშირებით შეხვედრაზე ვრცლად პროფესორმა რემა ღვამიჩავამ ისაუბრა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლანჩხუთში ძუძუს კიბოს სკრინინგის ცენტრის დაფუძნება და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი აპარატურით (ციფრული მამოგრაფი, ექოსკოპიური აპარატი) აღჭურვა.
შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერის შესახებ.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ სკრინინგ ცენტრის დაფუძნება მოსახლეობას საშუალებას მისცემს ადგილზე ჩაიტაროს მნიშვნელოვანი და საჭირო კვლევები. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა დაავადებების დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდა.
სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო სერვისების მიღება მიზნობრივი პოპულაციისათვის უფასო იქნება.
პროექტი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020-ის" ფარგლებში ფინანსდება.
16-11-2024
16-11-2024