გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შედგა თუ არა მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შორის შეხვედრა - პასუხია დიახ

27-07-2022

,,ქართული საზოგადოების მიმართ პატივისცემით გაჯერებული ბიძინა ივანიშვილის განცხადება მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესის გასაღებია" - ასე აფასებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ელჩი ივანიშვილის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა.

 

,,ქართული საზოგადოების მიმართ პატივისცემით გაჯერებული ბიძინა ივანიშვილის განცხადება მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესის გასაღებია. მისი წელიწადნახევრიანი პოლიტიკური დუმილი პირველად გიორგი გახარიას მიერ მისი სახელით სპეკულირებისას, ახლა კი დაგროვილ კითხვებზე პასუხების გასაცემად დაირღვა.

 

ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა მოუწია. მან დაუფარავად აღიარა გარკვეული ძალების არსებობა, რომლებიც საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ (მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად განეიტრალებულია სახელისუფლებო გუნდი კვლავ დიდი პოლიტიკური გამოცდის წინაშე დგას (უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება)მაგრამ ქართული სახელმწიფო სიფრთხილის ყველა ზომის დაცვით ცდილობს უმტკივნეულოდ გამოვიდეს პოლიტიკური რყევებიდან.

 

და ბოლოს ყველა კითხვაზე კითხვის პასუხი- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შედგა თუ არა მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შორის შეხვედრა?! პასუხია, დიახ! - ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ლეგიტიმურად ჩნდება კითხვები ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ: - რატომ შეხვდა ის პოლიტიკიდან წასულ ბატონ ბიძინა ივანიშვილს?! - რატომ შეხვდა მაინცდამაინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რა პირდაპირი დავალება ან მოთხოვნა ჰქონდა?! - რატომ იყო მათი შეხვედრა დროში ასეთი ხანგრძლივი?! (სამი საათი გაგრძელდა) - რატომ გაურბის ამ შეხვედრის ირგვლივ დასმულ ყველა კითხვას ქალბატონი კელი დეგნანი?! გაურბის და მეტიც, ტყუილს უწოდებს, ანუ ქართულ საზოგადოებას უტიფრად ატყუებს! და მაინც, იქნებ ეს იყო პოლიტიკური შანტაჟი - "დაიწყეთ ომი თორემ" - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930