გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ვერავინ დამაჯერებს, რომ კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სამი საათის განმავლობაში

28-07-2022

„დეგნანი ირწმუნება, რომ ხსენებულ შეხვედრაზეც არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. არადამაჯერებელია ის განცხადებები, რომლებიც კელი დეგნანმა მანამდე გააკეთა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

„ვერავინ დამაჯერებს, რომ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სამი საათის განმავლობაში. დეგნანი ირწმუნება, რომ ხსენებულ შეხვედრაზეც არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

 

არადამაჯერებელია ის განცხადებები, რომლებიც კელი დეგნანმა მანამდე გააკეთა: 21 ივლისი - შეხვედრიდან გავიდა 4 თვე. თქვა, რომ საკმაოდ დიდი ხანია არ შეხვდა ივანიშვილს. 4 თვე "საკმაოდ დიდი ხანია"?.. 28 ივლისი - "ქართული ოცნების" დამფუძნებლის რეზონანსული წერილის გამოქვეყნებიდან 24+ საათში. აქაც საუბრობს ბოლო შეხვედრიდან გასულ "საკმაოდ დიდ დროზე"... პოლიტიკური და საჯარო სივრციდან გასული ბიძინა ივანიშვილი არ დაწერდა გუშინდელ გულწრფელ წერილს, რომ არა მის მიერ დასახელებული თემების გამო მოთმინების ფიალის ავსება“- წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930