28-07-2022
თქვენ არ ხართ ჟურნალისტები - თქვენ ხართ ტერორისტები. თქვენ არაფერი გაქვთ საერთო მედიასთან - სინამდვილეში თქვენ ნაცმოძრაობის იაფფასიანი და უბინძურესი აქტივისტები ხართ ირაკლი კობახიძის მშობლებს სახლში მიუვარდნენ ფორმულას ე.წ. ჟურნალისტები და მთელი დღის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ მათ. საკუთარ სახლში, პირად სივრცეში, დღისით, მზისით - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ირაკლი კობახიძის დედის ქალბატონი თამარ ზაალიშვილის facebook სტატუსის შესახებ.
მისი თქმით, არაფერი გაქვთ საერთო მედიასთან - სინამდვილეში თქვენ ნაცმოძრაობის იაფფასიანი და უბინძურესი აქტივისტები ხართ.
„ირაკლი კობახიძის მშობლებს სახლში მიუვარდნენ ფორმულას ე.წ. ჟურნალისტები და მთელი დღის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ მათ. საკუთარ სახლში, პირად სივრცეში, დღისით, მზისით. ფორმულა, თქვენ არ ხართ მედია - თქვენ ხართ ტერორისტული ორგანიზაცია! თქვენ არ ხართ ჟურნალისტები - თქვენ ხართ ტერორისტები. თქვენ არაფერი გაქვთ საერთო მედიასთან - სინამდვილეში თქვენ ნაცმოძრაობის იაფფასიანი და უბინძურესი აქტივისტები ხართ. Nino Lomjaria, რაც შეგეხებათ თქვენ, უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, ვინც ხართ რა რასაც წარმოადგენთ. სამწუხაროდ, თქვენც არაფერი გაქვთ საერთო იმასთან, რაც გეწოდებათ. უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ორმაგი სტანდარტები და სუბიექტივიზმი თქვენი სასაქონლო ნიშანია. თუმცა, იქნებ ოდნავ მაინც გეყოთ აზროვნების უნარი და იქნებ გააკეთოთ რამე განმარტება ამ მარაზმზე! თქვენს თანამდებობას მაინც სახალხო დამცველი ჰქვია და არა - ნაცმოძრაობის დამცველი“ - წერს გვიდიანი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024