29-07-2022
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძის დედის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელიც წერს, რომ ფორმულას ჟურნალისტები სახლში უვარდებიან.
მეგრელიშვილის თქმით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სულ რაღაც 11 პუნქტს მოიცავს და წაკითხვაც კი ეზარებათ ოპოზიციურ მედია საშუალებებს.
„ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ მედიაში თვითრეგულაციის მექანიზმის შექმნა აუცილებელია. თვითრეგულაციის მექანიზმი იცავს ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში გადაცდომებისგან და პროფესიულ საქმიანობაში მისივე დაცვის კარგი ბერკეტია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სულ რაღაც 11 პუნქტს მოიცავს და ამ 11 პუნქტის გამოყენება კი არა წაკითხვაც კი ეზარებათ ოპოზიციურ მედია საშუალებებს. ქარტიის მოთხოვნაა სიმართლის თქმა "ჟურნალისტმა უნდა თქვას სიმართლე, გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ფაქტები და ის ინფორმაცია, რომლის წყაროც თვითონ ჟურნალისტისთვის იქნება იდენტიფიცირებული (ამ მოთხოვნას რომ დაემორჩილონ რით აწიონ რეიტინგი)?! ფრთხილად უნდა გაშუქდეს ის საკითხები, რომლებიც ბავშვებს ეხება (ესენი ბავშვებს დასდევენ) გაიხსენეთ პრემიერმინისტრის შვილებზე განხორციელებული "მედიაშეტევა". არ უნდა შეიჭრან ადამიანის პირად ცხოვრებაში (ესენი მგლოვიარეს ესხმიან თავს, ოჯახებში იჭრებიან) დღეს ბატონი გია კობახიძის ოჯახს 12 საათიდან ფორმულას ჟურნალისტები "დარაჯობენ" საკუთრებაში შესვლა სურთ.
ვთხოვ სახალხო დამცველს ჰკითხოს მათ და აგვიხსნას ჩვენც - სად გადის ზღვარი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის?! ქალბატონო ნინო, ის რაც ხდება კანონიერია?!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024