გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფიცხელა ფიცხელაური: პანიკიორი ჟურნალისტებისა და ქვეყნის მოძულე ოპოზიციონერების ბრალდებებს შვეულმფრენების უვარგისობაზე გეტყვით, რომ გავლილი ჰქონდა კაპიტალური რემონტი საავიაციო ქარხანაში და ცნობისთვის სუპერ პუმასაც და იროკეზსაც მასზე 60%-ით სუსტი ძრავე

30-07-2022

„ეს შვეულმფრენი მსოფლიოში თავის კლასში არის საუკეთესო გაუხშოებულ მთის ჰაერში მოქმედებისთვის, ამ ვერტმფრენებით ხდება ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველი მესაზღვრეების ტრანსპორტირება და მომარაგება. ასევე ამ ვერტმფრენებით ხდება მთაში მცხოვრები მოსახლეობისათვის მედიკამენტების მიწოდება და მათი ევაკუაცია სამედიცინო მიზნებისთვის როდესაც მთებში საავტომობილო მიმოსვლა წყდება“- ამის შესახებ ფეისბუქ მომხმარებელი ფიცხელა ფიცხელაური წერს.

 

მისივე თქმით პანიკიორი ლენჩი ჟურნალისტებისა და ჩასაფრებული ქვეყნის მოძულე ე.წ ოპოზიციონერების ბრალდებებს რუსული შვეულმფრენების უვარგისობაზე გეტყვით, რომ მათ დაწუნებულ Mi 8 MTB1 ტიპის შვეულმფრენს გავლილი ჰქონდა ცოტა ხნის წინ კაპიტალური რემონტი თბილისის საავიაციო ქარხანაში სადაც 100%-ით აღუდგა მის უძლიერეს TB 117ტიპის ორ ძრავს საფრენონსო რესურსი. (ცნობისთვის სუპერ პუმასაც და იროკეზსაც მასზე 60%-ით სუსტი ძრავები უყენიათ).

 

„არ მინდოდა არაფრის დაწერა გუშინდელ ტრაგედიაზე რომელიც ვერტმფრენის კატასტროფას მოყვა მაგრამ ამ ტრაგედიიდანაც იმდენი ცდილობს ყურადღების მიქცევას საზოგადოებისაგან რომ გადავწყვიტე მაინც დამეწერა... ყველა ტრაგედიაში ადანაშაულებს მთავრობას (არადა ეს დონდლო მთავრობა აქ არაფერ შუაშია) და რუსული წარმოების შვეულმფრენ MI 8MTB 1-ს. არადა ეს შვეულმფრენი მსოფლიოში თავის კლასში არის საუკეთესო გაუხშოებულ მთის ჰაერში მოქმედებისთვის, ამ ვერტმფრენებით ხდება ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველი მესაზღვრეების ტრანსპორტირება და მომარაგება. ასევე ამ ვერტმფრენებით ხდება მთაში მცხოვრები მოსახლეობისათვის მედიკამენტების მიწოდება და მათი ევაკუაცია სამედიცინო მიზნებისთვის როდესაც მთებში საავტომობილო მიმოსვლა წყდება, საავიაციო დარგის სპეციალისტებმა სცადეს რუსული შვეულმფრენების ჩანაცვლება ფრანგული as 332 super puma-თი რომელმაც ხუთი საცდელი ფრენა შეასრულა მთაში და ხუთივეზე პრობლემა შეექმნა რადგან სუსტი ძრავების გამო გაუხშოებულ ჰაერში მუდმივად პომპაჟში ვარდებოდა და მეხუთე ფრენაზე ჩამოვარდა კიდეც.


სცადეს კიდევ ამერიკული UH 1იროკეზის ტიპის შვეულმფრენიც რომელიც დიდი ბორბალოს (3100 მეტრი ზღვის დონიდან) მწვერვალზე დიდი წვალებით აფრინდა და ამის შემდეგ უარი ითქვა მის გამოყენებაზეც. (ქართული არმიის საკუთრებაში მხოლოდ Mi 8mt და Mi 8 mtb1 ტიპის შვეულმფრენებია რომლებიც ორი 1900 ცხენის ძალის სიმძლავრის უძლიერესი TB 117 ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და ეს ვერტმფრენები უპრობლემოდ დაფრინავენ კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე იალბუზზეც ზღვის დონიდან 5600 მეტრზე მაღლა) რაც შეეხება პანიკიორი ლენჩი ჟურნალისტებისა და ჩასაფრებული ქვეყნის მოძულე ე.წ ოპოზიციონერების ბრალდებებს რუსული შვეულმფრენების უვარგისობაზე გეტყვით რომ მათ დაწუნებულ Mi 8 MTB1 ტიპის შვეულმფრენს გავლილი ჰქონდა ცოტა ხნის წინ კაპიტალური რემონტი თბილისის საავიაციო ქარხანაში სადაც 100%-ით აღუდგა მის უძლიერეს TB 117ტიპის ორ ძრავს საფრენონსო რესურსი. (ცნობისთვის სუპერ პუმასაც და იროკეზსაც მასზე 60%-ით სუსტი ძრავები უყენიათ) და შვეულმფრენი ნაწილ ნაწილ დაიშალა და ისე შემოწმდა ლაბორატიულად მისი თვითეული დეტალი, ხოლო გაცვეთილი ნაწილები კი ამოიცვალა. ასე რომ შვეულმფრენი თავისი ხარისხით და საფრენონსო შესაძლებლობით ქარხნიდან ახლად აშენებულს დიდად არ ჩამოუვარდებოდა, ტრაგედიის დროს შესაძლოა მოხდა შემდეგი შვეულმფრენი ხეობაში შესვლისას მოხვედროდა ჟანგბადით მცირე ცხელ გაუხშოებულ ჰარში, ჩავარდნილიყო პომპაჟში ანუ უჟანგბადობისგან შოკში. შემდეგ დაიწყო ტრიალი და მისი გადატვირთვა ავიდა 3g და 4g-ზე და ამ დროს დაიწყო მისი კონსტრუქციის დაშლა და კუდიც მოსძვრა. ასე რომ ამ ტრაგედიას ვუსამძიმრებ ვერტმფრენის ბორტზე მყოფ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს“- წერს ფიცხელაური Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930