30-07-2022
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს ეხმაურება, რომ საააკაშვილი აღარ არის დაინტერესებული ქართული პოლიტიკით და გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია.
მისი თქმით ახალი PR-კამპანია - მიშა იღუპება და ამიტომ გამოსწორდა საეჭვოა რომ სიმართლე იყოს.
“ვადაზე ადრე პატიმრის სამკურნალოდ გაშვება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ყოვლისმომცველი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა არსებობს მის უმძიმეს, ტერმინალურ მდგომარეობაზე ან მიჩნეულია შეურაცხადად. მეორე ვარიანტია - საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალება. სააკაშვილის ექიმების, ადვოკატების თუ მისი ჯიბის სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ტრაგიკომიკური განცხადებები მათი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არადამაჯერებელია. იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ჯანდაცვის მიუკერძოებულ სპეციალისტებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე ყოვლისმომცველი მონიტორინგი აქვთ.
თუ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხსენებულ უწყებებს ვერავინ დაასწრებდა პატიმარი ექს-პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხში განგაშის ატეხვაში. სააკაშვილის ბოროტ ფლიდობასა და თვალთმაქცობას დიდი ხანია იცნობს ჩვენი საზოგადოება. ახალი PR-კამპანია - "მიშა იღუპება და ამიტომ გამოსწორდა, პოლიტიკა აღარ აინტერესებს და მმართველი პარტიის ლიდერის მამასაც კი იცავს და გაათავისუფლეთ", საეჭვოა რომ სიმართლე იყოს. სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. მიზეზი მისი სიცოცხლის შენარჩუნება, გადარჩენა გახდა. ექს-პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილმა თქვა, რომ გია კობახიძის [ირაკლი კობახიძის მამა] რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია, გიას იცნობს, უწესიერესი ადამიანია, მთელ „ედეპეში“ და ქართულ პოლიტიკაში, თავისი კულტურით გამორჩეულია”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024