გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა

1-08-2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა.
 
ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არაიკ ჰარუთიუნიანის  საქართველოში სამუშაო ვიზიტს და მაღალი შეფასება მისცა საქართველო - სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი.
 
არაიკ ჰარუთიუნიანმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა.
 
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა  და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.  თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გულთბილი მოკითხვა გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30