გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: საკითხის გაჭიანურებით ფაქტია, რომ არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას აზიანებს, არამედ სისტემის საიმედო რეპუტაციას კრახისკენ მიაქანებს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს შვეიცარიის საბანკო სისტემიდან ფინანსების გადინების გარდაუვალობას

2-08-2022

„ჯერი მსოფლიო ფინანსური მამებზეა გადაარჩინონ შვეიცარიის საბანკო სისტემა თუ დაიწყონ ახალი საიმედო სისტემის შექმნა სხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე“- წერს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიული ბანკთან, Credit Suisse-თან არსებული დავის შესახებ.


მისი თქმით „კრედიტ სუის“-თან არსებულმა მოვლენამ დიდი კითხვის ნიშნები დააყენა მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის საიმედოობისა და გიგანტობის შესახებ.


„მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა ძირეულ ცვლილებებს განიცდის. ჯერ კიდევ 2008 წლის კრიზისიდან დაიწყო ამ პროცესის მსვლელობა, თუმცა ჯერ ჩამოუყალიბებელ პროცესში მოუსწრო კოვიდ-პანდემიამ და ახლა კი, რუსეთ უკრაინის ომიდან გამომდინარე სანქციებმა თავდაყირა დააყენა ჯერ ისევ ჩანასახში მყოფი მსოფლიოს ახალი ფინანსური არქიტექტურა. ბოლო პერიოდის შვეიცარიული საბანკო სისტემის მნიშვნელოვან მოთამაშე „კრედიტ სუი“-სთან არსებულმა მოვლენამ დიდი კითხვის ნიშნები დააყენა მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის საიმედოობისა და გიგანტობის შესახებ. ნამდვილად ვერ გავამახვილებ ყურადღებას საქმის სამართლებრივ ნაწილზე, თუმცა ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა რამდენიმე სასამართლო მოუგო შვეიცარიის საბანკო სისტემის ერთ-ერთ ძირითად მოთამაშეს და ამ დროს „კრედიტ სუისი“ მხოლოდ დუმილით და სასამართლო გადაწყვეტილების არ შესრულებით შემოიფარგლება ნიშნავს, რომ ან ბანკის მენეჯმენტშია სერიოზული პრობლემა და ან კიდე ერთი კონკრეტული ბანკი გახვეულია ფინანსურ დანაშაულში რაც შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.


თუმცა, აქ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვა შვეიცარიული საბანკო სისტემის მარეგულირებლის მიმართ... თუმცა, აქაც საერთაშორისო დუმილი... საკითხის გაჭიანურება ფაქტია, რომ არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებ(ებ)ს აზიანებს, არამედ სისტემის საიმედო რეპუტაციას კრახისკენ მიაქანებს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს შვეიცარიის საბანკო სისტემიდან ფინანსების გადინების გარდაუვალობას. თუმცა, არც ისაა გამორიცხული რომ ყველაზე სტაბილურ ევროპის კონტინენტზე ომმა აზრი დააკარგვინა შვეიცარიისა და მისი საბანკო სისტემის საიმედოობის საკითხს. ახლა კი, ჯერი მსოფლიო ფინანსური მამებზეა გადაარჩინონ შვეიცარიის საბანკო სისტემა თუ დაიწყონ ახალი საიმედო სისტემის შექმნა სხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე“- წერს ოთარ ანგურიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930