გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ეს არის ოლიგარქიული მმართველობა და ივანიშვილია ოლიგარქი, როცა ადამიანი ყოველგვარი ინტერესის და ანგარების გარეშე აკეთებს სიკეთეს?

2-08-2022

"ცენტრალური პარკი" როგორც განახლებულ იპოდრომს ერქმევა, თბილისელებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი დასასვენებელი ადგილი შეემატება ჩვენს დედაქალაქს,’’- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილის და ფონდი ქართუს მიერ, იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაკეთების ინიციატივას.


როგორც ფოჩხუა წერს,ეს არ არის ოლიგარქიული მმართველობა, როცა ადამიანი ყოველგვარი ინტერესის და ანგარების გარეშე აკეთებს სიკეთეს.


,,3 მილიარდი დოლარი +1 მილიარდი ევრო! ახლა ძველი იპოდრომი, მისივე ნაჩუქარი, ამასაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ფონდი "ქართუ" იღებს თავის თავზე, ისევე როგორც უამრავი სხვა პროექტი. "ცენტრალური პარკი" როგორც განახლებულ იპოდრომს ერქმევა, თბილისელებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი დასასვენებელი ადგილი შეემატება ჩვენს დედაქალაქს, ქალაქის ფილტვების როლსაც შეასრულებს ამ ბეტონის ქალაქში, რომლის ჩაბეტონებაშიც სააკაშვილის მთავრობის როლი დიდია. ეს არის ოლიგარქიული მმართველობა და ივანიშვილია ოლიგარქი, როცა ადამიანი ყოველგვარი ინტერესის და ანგარების გარეშე აკეთებს სიკეთეს? რაც არ უნდა უარყონ მისმა და ქვეყნის მტრებმა, ამას ქველმოქმედება, მეცენატობა და ერის კაცობა ჰქვია!’’- წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930