7-08-2022
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულში 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სოფელ ბორითში, მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლისე ზოში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია სხვადასხვა სახეობის 20 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 34 კუბური მეტრი ფიცარი.
სოფელ საბეში, მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ტყეში ჰქონდა განთავსებული. სახერხის ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის, დაუფირნიშებელი, 22 ერთეული მორი.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
16-11-2024
16-11-2024