7-08-2022
მავნებლობს ოპოზიცია ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით. ახლა დაღუპულთა ოჯახების ორად გაყოფა და პოლარიზება სურთ. ადრე, ძირითადად, 8 აგვისტოს ადიოდნენ. უცხოელთა განცხადებებიც 8-ში კეთდებოდა. ახლა აქაური საელჩოებიც აყვნენ და 7-ში აკეთებენ განცხადებას – ამის შესახებ სამზედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
7 აგვისტოს რას აღნიშნავთ და რატომ, თუ ოფიციალურად რუსეთის აგრესიის თარიღად დააფიქსირეთ 8 აგვისტო? – სვამს კითხვას ექსპერტი.
„მავნებლობს ოპოზიცია ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით. ახლა დაღუპულთა ოჯახების ორად გაყოფა და პოლარიზება სურთ. ნახეთ ფოტოებზე, ვიდეოში, ადრე, ძირითადად, 8 აგვისტოს ადიოდნენ. უცხოელთა განცხადებებიც 8-ში კეთდებოდა. ახლა აქაური საელჩოებიც აყვნენ და 7-ში აკეთებენ განცხადებას. რას აღნიშნავთ 7-ში? პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს #402 ბრძანებულებით 7-8 აგვისტოს სეპარატისტებმა გაგვიხსნეს ცეცხლი. ევროსაბჭოს 2008 წლის #1633 რეზოლუციის თანახმად საქართველოს ბრალდება გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნის გამო დაძაბულობის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდა, რომელ მავნე ფორმულირებასაც მაშინდელმა სახელისუფლებო დელეგაციამ ხმა მისცა და კომპრომისად მონათლა. პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს #402 ბრძანებულებაში რუსეთის სახმელეთო ფორმირებების როკის გვირაბის გადმოლახვა და ავიაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების დაბომბვის, ანუ რუსეთის აგრესიის თარიღად მითითებულია 8 აგვისტო. მესმის, როცა 5 და 6 აგვისტოს ინტერვიუებში ამბობდით სეპარატისტების თავნებობაა და რუსეთი არაფერ შუაშიაო, შემდგომში დიპლომატიად და რუსეთისთვის სახის შენარჩუნების მცდელობად გაასაღედ, მაგრამ 9 აგვისტოს, უკვე გაგანია ომის დროს ვის და რას უნარჩუნებდით 8 აგვისტო რომ ჩაწერეთ? ჰოდა, 7 აგვისტოს რას აღნიშნავთ და რატომ, თუ ოფიციალურად რუსეთის აგრესიის თარიღად დააფიქსირეთ 8 აგვისტო?“ – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.
https://www.facebook.com/100001592097580/videos/pcb.4696190323777324/246975157102280
16-11-2024
16-11-2024